უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ | პოლონეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიომ უნდა გააძლიეროს კრემლის წინააღმდეგ სანქციები. ასევე, მისი თქმით, ქვეყნებმა უკრაინას შორის დისტანციის რაკეტები უნდა მიაწოდონ.

"ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ბოლო თავდასხმას უკრაინაზე პუტინისთვის გასაგებ ენაზე: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შეძლოს კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღის დამზადება და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რათა მას გაშვების ადგილებისა და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალება მიეცეს", - დაწერა მინისტრმა.

2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი