სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევა - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დღეს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშში მოხვდა პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები. ასევე საპროტესტო აქციების სამართლებრივი შეფასება და აქციების დროს დაკავებულთა პროცესები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოძიებისას და  სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას არაერთი ხარვეზი იკვეთება, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევაა.

დოკუმენტის მიზანი გახლავთ, გამოკვეთოს ის კონკრეტული დარღვევები, რომლებიც იკვეთება სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას...  დარღვევები, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, რადგან ეს მნშვნელოვანი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართულებით, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი გიორგი კაკუბავა.

შეგახსენებთ, რომ დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის დაკავებული ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა კი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

მიუხედავად 2 პოლიტპატიმრის შეწყალებისა, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი