უკრაინა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს ილ-76-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად. შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ თვითმფრინავში 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გაცვლისთვის გადაჰყავდათ, ასევე ეკიპაჟის წევრები და თანმხლები პირები - ჯამში 74 ადამიანი. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ პატიმრების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. ს

აღამოს ტრადიციული მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ გამოიძახა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის, საჰაერო ძალების, სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებმაც გააცნეს თვითმფრინავსა და ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებული სიტუაცია.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი პატიმრების სიცოცხლეს, ნათესავების გრძნობებსა და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.

"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი. შეძლებისდაგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე - ჩვენი კონტროლის მიღმა. "ფაქტები" ახლა მთავარი სიტყვაა. [...] დაზვერვის მთავარი სამმართველო ყველა პატიმრის ბედს იძიებს. უსაფრთხოების სამსახური ყველა გარემოებას იძიებს. და მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეცნობებინა პარტნიორებს უკრაინაში არსებული მონაცემების შესახებ. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი