FT: ბრიუსელი ემუქრება უნგრეთის ეკონომიკას, თუ ორბანი ისევ დაბლოკავს უკრაინის დახმარების პაკეტს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი ავითარებს გეგმას უნგრეთის ეკონომიკის შერყევის მიზნით, თუ ბუდაპეშტი ევროკავშირის მომავალ სამიტზე (1 თებერვალს) ისევ დაბლოკავს კიევისთვის დახმარების პაკეტს, იტყობინება Financial Time ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით. 

გამოცემა წერს, რომ მან ნახა კონფიდენციალური გეგმა, რომელშიც ბრიუსელი ასახავდა უნგრეთის ეკონომიკური პრობლემების გამოყენების სტრატეგიას, საუბარია უნგრეთის ვალუტის შერყევასა და საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებაზე, რაც ზიანს აყენებს სამუშაო ადგილებსა და ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას. 

FT წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი არ წავა დათმობებზე უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, აპირებს საჯაროდ გამოაცხადოს ბუდაპეშტისთვის დაფინანსების სრული შეწყვეტის შესახებ "ბაზრების შესაშინებლად".

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ გამოცემას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ემორჩილება ზეწოლას. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი ვერ ხედავს კავშირს უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის სახსრებზე ხელმისაწვდომობას შორის.

გაზეთს ევროკავშირის დიპლომატიური წრეების წყაროები ეუბნებიან, რომ ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს უნგრეთზე ზეწოლის მსგავს გეგმას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი