ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შედეგად მიღებული მილიარდობით ევროს მოგების გამოყოფის გეგმას უკრაინის აღდგენისთვის.
ეს ხდება ხუთშაბათს ჩანიშნული სამიტის წინ, სადაც ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, შეთანხმდებია 50 მილიარდ ევროს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერის პაკეტზე.
Reuters-ის წყარო ბელგიიდან, რომელიც ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეა ამბობს, რომ შეთანხმების ტექსტი გაივლის იურიდიულ და სხვა შემოწმებას, სანამ ელჩებს მისი ოფიციალურად მიღების შანსი ექნებათ. წყაროს თქმით, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.
შემდეგ მოსალოდნელია, რომ ევროკომისია შესთავაზებს გამოყოფილი თანხის გადარიცხვას ევროკავშირის ბიუჯეტში და შემდგომ კიევში, თუმცა უცნობია როდის ჩავა თანხა უშუალოდ უკრაინაში.
ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხდება:
ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ წინადადებაზე, უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი მოგების გამოყენებაზე.