ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ამბობს, რომ რუსეთმა უკვე წააგო ომი მრავალ დონეზე, დაკარგა მინიმუმ 315 000 ჯარისკაცი და ომამდელი სატანკო შემადგენლობის 2/3. მისივე თქმით, რუსეთი ვერ მიუახლოვდა მის სტრატეგიულ მიზანს - კიევის აღება და უკრაინის დაპყრობა.
CIA-ს დირექტორს მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრამ შეარყია პუტინის ძალაუფლება, რასაც მოწმობს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინი ამბოხი 2023 წლის ივნისში. ბერნსი ფიქრობს, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს ომის გახანგრძლიევა, იმ იმედით, რომ დრო მის მხარესაა.
"წარმატების გასაღები არის უკრაინისადმი დასავლური დახმარების შენარჩუნება. [...] ამ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების მიერ კონფლიქტიდან გასვლა და უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება", - ამბობს ის.