ბუდანოვი ვარაუდობს, რომ შესაძლოა რუსულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაიზარდოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ რუსულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შესაძლოა გაიზარდოს. ამ თემაზე მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ბუდანოვმა უარი თქვა რუსეთში, დრონებით თავდასხმებში უკრაინის მონაწილეობა დაედასტურებინა, მაგრამ, მისი თქმით, ასეთი ოპერაციები "სავსებით შესაძლებელია".

"ჰიპოთეტურად, არის გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ხდება. და მე მჯერა, რომ ეს გეგმა მოიცავს რუსეთის ფედერაციის ყველა ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს", - თქვა მან.

ბუდანოვი ამბობს, რომ ახალ რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა საბოლოოდ ხედვას ომის რეალურ სურათს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი