აშშ-ის სენატი კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ მომავალ კვირას განიხილავს

გამოქვეყნდა:

ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა თქვა, რომ სენატი მომავალ კვირას კენჭს უყრის ეროვნული უსაფრთხოების დამატებით კანონპროექტს, რომელიც მოიცავს ორპარტიულ შეთანხმებას სასაზღვრო და საიმიგრაციო შეზღუდვებზე.

Politico-ს ცნობით, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი გასაჯაროვდება პარასკევს ან კვირას. შუმერი გეგმავს კანონპროექტზე კენჭისყრის დანიშვნას არაუგვიანეს მომდევნო კვირის ოთხშაბათისა.

პაკეტი მოიცავს დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, ასევე საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებასა და დამატებით თანხას კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის. 

კანონპროექტის მიღება გაჭიანურდა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დავის გამო, სასაზღვრო საკითხებთან და არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი