"გვჭირდება გადატვირთვა" | ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს და არა მხოლოდ მის

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ფიქრობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე, ასევე, ზოგადად ქვეყნის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე. ზელენსკიმ ინტერვიუ იტალიურ მედია RAI-ს მისცა.

მანამდე ზალუჟნის ცვლილებაზე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია. 

"ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არა მხოლოდ სამხედრო [ხელმძღვანელობის] ... გადატვირთვა, ახალი დასაწყისი ნამდვილად არის საჭირო", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, როდესაც ამ საკითხზე საუბრობს, გულისხმობს მთავრობის ლიდერების მთელი რიგის როტაციას, და არა მხოლოდ ერთ სექტორიში, როგორიცაა სამხედრო - "ეს ეხება ერთზე მეტ ადამიანს და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი