აშშ-ის სენატში შეთანხმდნენ პაკეტზე, რომელიც უკრაინის დახმარებასაც მოიცავს

გამოქვეყნდა:

ამერიკელმა სენატორებმა კვირას გამოაქვეყნეს ორპარტიული შეთანხმებული ტექსტი 118,3 მილიარდი დოლარის კომპრომისულ კანონპროექტზე, რომელიც მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. 

დაფინანსებიდან 60 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გამოყოფილი, 14,1 მილიარდი დოლარის დახმარება კი ისრაელის უსაფრთხოებისთვის. კანონმდებლობა ასევე მოიცავს 20,2 მილიარდ აშშ დოლარს აშშ-ს საზღვრის უსაფრთხოებისთვის და საიმიგრაციო პოლიტიკის მრავალ ცვლილებას, რასთან დაკავშირებითაც დემოკრატები და რესპუბლიკელები მოლაპარაკებებს მართავდნენ. 

კანონპროექტის კენჭისყრა მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში გაიმართება, არაუგვიანეს ოთხშაბათისა. სავარაუდოა, რომ მას წინააღმდეგობა შეხვდება წარმომადგენელთა პალატაში, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს შეთანხმებას, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან და მოიცავს ათწლეულების მანძილზე ყველაზე მკარ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმებს. 

მან რესპუბლიკელებს მოუწოდა დაუჭირონ მხარი ორპარტიულ კანონპროექტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი