იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2024 წელს სამხედრო დახმარების გაწევაზე

გამოქვეყნდა:

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების 2024 წლამდე გახანგრძლივების შესახებ. უკრაინული მედია ინფორმაციას ANSA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გადაწყვეტილებას მხარი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის 400 წევრიდან 218-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მანამდე იტალიის მთავრობის დადგენილებას 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ სენატმა დაუჭირა მხარი.

მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება აგრძელებს რომის ნებართვას გადასცეს სამხედრო აქტივები კიევს 2024 წლის 31 დეკემბრამდე, იტალიის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი