ორბანის თქმით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს - "ამით ჩვენ დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს მომავალი წევრის პერსპექტივა".

ამასთან, ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინა უნდა დარჩეს "ბუფერულ ზონად" რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, მაგრამ ქვეყანა არ იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.

"მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას. 

რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ისევ და ისევ. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის ყოლას, როგორიც უკრაინაა", - ამბობს ორბანი.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი არასოდეს მიიღებს სერიოზულად უკრაინას, როგორც პარტნიორს მოლაპარაკებებში - "მხოლოდ აშშ და შესაძლოა ევროკავშირი".

"ჩვენ ევროპელები არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ რუსებმა სერიოზულად მიგვიღონ" - ამბობს ორბანი და აღნიშნავს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება. მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელშიც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების წარმართვა. 

"ჩვენ არ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, სანამ ის არ გაიმარჯვებს სამხედრო გზით", - დასძინა უნგრეთის პრემიერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი