ზელენსკი უკრაინის დახმარების ლობირების მიზნით ევროპულ ტურნეს გეგმავს

გამოქვეყნდა:

Bloomberg ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა უახლოეს მომავალში ეწვიოს დასავლეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე დედაქალაქს, რათა მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს აშშ-დან დაფინანსების შენელების გამო. 

Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ ზელენსკის ვიზიტი, შესაძლოა, იყოს 16-18 თებერვლას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მისი მონაწილეობის ფარგლებში. პარიზი და ბერლინი და მიუნხენი დასახელებულია იმ ქალაქებს შორის, სადაც ზელენსკი შესაძლოა ჩავიდეს, ასევე, განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობაც.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ზელენსკი გეგმავს აქცენტი გააკეთოს სამხედრო დახმარების საკითხებზე, ასევე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერაზე.

ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია Bloomberg-ისთვის ინფორმაცია ზელენსკის ვიზიტის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი