ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას FBI-ის წერილის გასაჯაროებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილების ოჯახი იმ წერილის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც FBI-სგან ქართულმა მხარემ მიიღო. ახალგაზრდა პროგრამისტის დედას არ სჯერა იმ ვერსიიის, რომ FBI-მ უარი თქვა გამოძიებაში ჩართვაზე. თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს ოფიციალური  უარი საქმეში ჩართვაზე არ არსებობს. 

შეგახსენებთ, აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა. ინფორმაცია სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ცნობისთვის, დაღუპული პროგრამისტის ოჯახი FBI-ს ჩართვას საქმეში მას მერე ითხოვდა, რაც მათ ქართული საგამოძიებო ორგანოების მიმართ, მათ მიერ განხორციელებული დაგვაინებული და არასათანადო საგამოძიებო ქმედებების გამო, ნდობა დაკარგეს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი