"ეს არ ნიშნავს, რომ ომის დასრულება სურს... ტყუილია... მას სურს უკრაინის აღება, საქართველოს აღება..." | გონჩარენკო პუტინზე

გამოქვეყნდა:

"ეს არ ნიშნავს, რომ ომის დასრულება სურს... ეს ტყუილია... მას სურს უკრაინის აღება, საქართველოს აღება", - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექს გონჩარენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინის ტაკერ კალსონთან ინტერვიუ პროპაგანდისტული ომის ნაწილი იყო.

"არა ეს არ ნიშნავს, რომ მას ომის დასრულება სურს. ეს არის ტყუილი და ტიპური რუსული სტილის საუბარი, რომ ორი არის მშვიდობა, დღე არის ღამე, კარგი არის ცუდი და ა.შ. ეს არის გებელსის სტილის პროპაგანდა. პუტინი იტყუება ისე, როგორც ორი წლის წინ იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ აპირებდა ომის დაწყებას და უბრალოდ სამხედრო წვრთნებს ატარებდა. 10 წლის წინ ის ამბობდა, რომ არ აპირებდა ყირიმზე თავდასხმას და არ იცოდა ვინ იყვნენ ის ჯარისკაცები ყირიმში. ის ყოველთვის იტყუებოდა და ახლაც იტყუება. ცდილობს, რომ გვაჩვენოს, რომ სურს მშვიდობა სინამდვილეში მას სურს უკრაინის აღება, საქართველოს აღება, სხვა ქვეყნების აღება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ინტერვიუ ტაკერ კალსონთან უბრალოდ იყო მცდელობა, რომ მიემართა ამერიკელი ხალხისთვის, რათა დაებნია ისინი და დაემალა თავისი ნამდვილი განზრახვები. ეს იყო საინფორმაციო შეტევა, პროპაგანდისტული ომის ნაწილი, ჰიბრიდული ომი." - განაცხადა გონჩარენკომ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი