უკრაინა უარყოფს შოიგუს განცხადებას, რომ რუსებმა "გაათავისუფლეს" ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტი კრინკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას, ხერსონის მარცხენა სანაპიროზე დასახლება კრინკის გათავისუფლების შესახებ. 

სარდლობა ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა ვერ მიაღწიეს წარმატებას ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე თავდასხმის ოპერაციებში და მიმართეს "მანიპულაციასა და ფაქტების გაყალბებას".

"აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდის გაწმენდის შესახებ. ოფიციალურად გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.

სარდლობა იტყობინება, რომ სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში თავდასხმის ერთი მცდელობა იყო მტრის მხრიდან და მნიშვენლოვანი დანაკარგების გამო რუსებმა უკან დაიხიეს.

20 თებერვალს, შოიგუმ თქვა, რომ კრინკი უკვე "გაწმენდილია". მოგვიანებით, პროპაგანდისტულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში რუსმა მინისტრმა თქვა, რომ კრინკის ნაპირებზე უკვე არის რუსული ჯარების პოსტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი