რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ სამ ოლქში დრონებით თავდასხმა იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ გასული ღამის განმავლობაში 6 უკრაინული დრონით შეტევა მოიგერიეს. უწყება წერს, რომ ერთი დრონი შეაჩერეს კურსკის ოლქის თავზე, 3 გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და 2 ტულას ოლქში.

მსხვერპლის ან ზარალის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ დრონით თავდასხმის შედეგად, კურსკის ოლქში სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ქარხანა არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმო. ის ეკუთვნის კომპანია "Металлоинвест"-ს რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.

5 მარტს უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად გაანადგურეს რუსეთის საპატრულო ხომალდი "სერგეი კოტოვი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი