ფრანგული თავდაცვის კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ | თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი გეგმავს, რომ ზოგიერთმა ფრანგულმა კომპანიამ სამხედრო აღჭურვილობა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოოს, რათა დაეხმარონ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

"სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორობას უკრაინულ კომპანიებთან, განსაკუთრებით თვითმფრინავების და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალა მომავალში", - თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ.

მისივე განცხადებით, იდეა არის, რომ პირველი საწარმოო ერთეულების გახსნას ამ ზაფხულს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი