"დაანებონ კეკლუცობას თავი... წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს" | ოდიშარია უზენაესის მოსამართლეებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შემდეგ, მოსამართლეებს, რომლებიც მზად არიან კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ, მმართველი გუნდის სხვა წევრებიც უპირისპირდებიან. "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია მათ ურჩევს, რომ "კეკლუცობას თავი დაანებონ." 

"ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი. იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან შეიძლება მგელმა შეჭამოს. იმიტომ, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები და ხომ იცით როგორც ხდება? ის ადამიანები ხმაურობენ, როგორც წესი, და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შეიძლება ქუდი ეწვოდეთ. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა," - ამბობს ოდიშარია.

შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგის სისტემას "ოცნების" ხელისუფლება და მასთან დაახლოებული სასამართლო კლანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა "დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე."

აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესის ორმა მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს. მოგვიანებით, განცხადება გააკეთა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემაც და თქვა, რომ კეთილსინდისიერების ტესტის გასავლელად მზადაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი