უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაუსაბუთებელი ბრალდებები მოსკოვში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე. მან პუტინს ავადმყოფი და ცინიკური არსება უწოდა. 

ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა. 

"დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ეს ისევ ტელევიზიით გადაიცემოდა. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ის ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა სწორედ ის იკვებება ტერორით ორი ათეული წელია. სწორედ ის არის ტერორისთვის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახურები. და როცა ის წავა, მასთან ერთად გაქრება ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა", - თქვა ზელენსკიმ.

 

 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი