პუტინის თქმით, "ბოდვაა" განცხადებები, რომ რუსეთი ნატოსთან ომს აპირებს

გამოქვეყნდა:

27 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ "ბოდვაა" განცხადებები, თითქოს რუსეთი NATO-სთან აპირებს ომს. ტვერის ოლქში სამხედროებთან საუბრისას ის ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ აქვს აგრესიული ზრახვები ევროპის სახელმწიფოების მიმართ. 

პუტინმა თქვა, რომ 2022 წელს ამერიკის სამხედრო ხარჯებმა 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთმა თავდაცვისთვის - 72 მილიარდი დახარჯა:

"და, ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ბრძოლას ნატოსთან? ეს უბრალოდ ბოდვაა", - თქვა პუტინმა.

მან "სისულელე" უწოდა დასავლეთის ქვეყნებისთვის რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საუბარს. 

"რას ამბობენ იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ შეტევას ევროპაზე უკრაინის შემდეგ, არის სრული სისულელე, საკუთარი მოსახლეობის დაშინება მხოლოდ მათთვის ფულის გამოძალვის მიზნით", - თქვა პუტინმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი