
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა ისევ ვითარდება და ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს კრემლს.
ბრიფინგზე პეტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა თქვა, რომ პარტნიორობა იზრდება.
"ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინაში ომისთვის. და, თქვენ იცით, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებდა რუსეთი, სინგმა აღნიშნა, საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე.