ერთ-ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა - გახარია

გამოქვეყნდა:

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდვითრება კონტროლს ექვემდებარება. გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მედიის გარეშე ჩატარდა, კიდევ ერთხელ ისაუბრა დაწესებულ აკრძალვებზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს არაფერი ემუქრება, მათ შორის არ ეხება 200 ადამიანზე მეტის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა. მისივე თქმით, იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. 

ერთ-ერთმა ქორწილმა, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“ ამბობს გიორგი გახარია.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი - 57 შემთხვევა დადასტურდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი