ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება | ზელენსკიმ აშშ-ის სენატს მადლობა გადაუხადა დახმარების დამტკიცებისთვის

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, მადლობა გადაუხადა სენატორებს, უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს მიჩ მაკკონელს, ყველა ამერიკელა და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.

"ეს კენჭისყრა აძლიერებს ამერიკის როლს, როგორც დემოკრატიის შუქურის და თავისუფალი სამყაროს ლიდერის", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მადლიერია ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აცნობიერებს, რომ "ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას".

"შორი მოქმედების იარაღი, არტილერია და საჰაერო თავდაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია სამართლიანი სამყაროს სწრაფი აღდგენისთვის", - თქვა ზელენკსიმ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი