"ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად, მას კოალიცია არ დასჭირდება - გახარია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ სიის პირველ ნომრად და პრემიერობის კანდიდატად დასახელებულმა ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა 2020 წლის არჩევნებში "ოცნების" გამარჯვება დააანონსა. პრემიერმინისტრი, რომელიც პირველ რიგში, გავრილოვის ღამესთან ასოცირდება, ამბობს, რომ მმართველი პარტია დამაჯერებლად მოიგებს და მას არც კოალიცია დასჭირდება. 

ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ჩვენ უნდა აშევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისუსიით ახალ პარლამენტში, რომ ეს ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ჩვენი საბოლოო მიზანია სამართლიანი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომელიც  სულ უფრო უახლოვდება ევროპას. "ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და "ოცნებას" არ დასჭირდება კოალიცია, - უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს "ოცნების" სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ. 

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" სიის მეორე ნომერი და  მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატია. 

აქვე შეგიძლიათ ნახოთ, "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

რაც შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი