"ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 

სია ასეთია: 

  • გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი;
  • ნიკა მელია - გლდანი;
  • ხატია დეკანოიძე - ისანი;
  • ლევან ხაბეიშვილი - სამგორი;
  • ლევან ბეჟაშვილი - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი;
  • გიორგი ბოტკოველი - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი;
  • დავით კირკიტაძე - რუსთავი და გარდაბნის სოფლები;
  • აზერ სულეიმანოვი - მარნეულის და გარდაბნის ოლქი;
  • ბადრი ბასიშვილი - გორი და კასპი;
  • ნატო ჩხეიძე - ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი;
  • ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე;
  • მელიქ რაისიანი - ახალქალაქი და ნინოწმინდა;
  • გიორგი კაპანაძე - საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული;
  • კახა გეწაძე - ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული;
  • ნანუკა ჟორჟოლიანი - სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი;
  • როლანდ ფიფია - მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა;
  • მურთაზ ზოდელავა - ფოთი, სენაკი, ხობი;
  • მალხაზ ჯალაღონია -  ზუგდიდი;
  • ლევან ვარშალომიძე - ბათუმი;
  • ბონდო თევდორაძე - ქობულეთი;
  • მიშა ბოლქვაძე - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;
  • კახა ოქრიაშვილი - ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;
  • ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი;
  • დილარ ხაბულიანი - ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი;
  • მანუჩარ კვირკველია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" თავიანთი კანდიდატები 30-დან 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს. დარჩენილ 5 ოლქში კი მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს უჭერენ. 

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს  ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ევროპელი დემოკრატები". ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება". 

აქვე შეგიძლიათ ნახოთ:

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი