ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში არიან.
ფოტო სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმამ მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა.
"რთულ დროს, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ" - წერს ის.
მინისტრები დღეს შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც განცხადებებს გააკეთებენ.
ცნობისთვის, 14 მაისს მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმტა მესამე მოსმენით მიიღო რუსული კანონი. გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ მოჰყვა კრიტიკული განცხადებები პარტნიორების მხრიდან. იხილეთ: