ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.
იან ლიპავსკი X-ზე წერს - "დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან შემოსული თანხა უკრაინის სასარგებლოდ მიმართონ. მხოლოდ წელს ეს შეიძლება იყოს 74 მილიარდი [ჩეხური] კრონამდე [3,26 მილიარდი აშშ დოლარი]".
მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობაც ავრცელებს.
"ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა თანხმობა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე.
მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი იქნება დაახლოებით 2,5-დან 3 მილიარდ ევრომდე. მოსალოდნელი შემოსავლის 90% გამოყენებული იქნება სამხედრო მიზნებისთვის უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად", - აცხადებს ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობა.