უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, შესაძლოა, ივლისში მიიღოს

გამოქვეყნდა:

გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი გადარიცხვა კიევში შესაძლოა მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

"სიჩქარე რჩება არსებითად და კომისია გააგრძელებს ყველა ძალისხმევას, რათა პირველი გადახდა განხორციელდეს უკვე ივლისში", - თქვა მან.

ევროკავშირმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დასახმარებლად. თანხა მოხმარდება უკრაინის თავდაცვას და რეკონსტრუქციას.

სამომავლოდ ასეთი გადარიცხვები ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი