უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევისთვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების განხორციელების ფარგლებში, კანადაში 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული ქონება და სახსრები გაყინეს - Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სანქციების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პოლიციამ განაცხადა.
„2022 წლის 24 თებერვლიდან, კანადაში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ აქტით განსაზღვრული აკრძალვების ფარგლებში, სულ 140,1 მილიონი კანადური დოლარის აქტივებია გაყინული და 317,2 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური ტრანზაქციებია შეჩერებული", - განაცხადეს საკითხზე პასუხისმგებელმა სამართალდამცავებმა.
ცნობისთვის, კანადამ 2022 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სახის სანქცია დააწესა, რომელიც როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებსაც შეეხო.