ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების გასაფორმებლად

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამშაბათს, ბელგიაში ჩავა, რათა ხელი მოაწეროს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას. ინფორმაციას მედია ბელგიის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტი მადრიდიდან ჩადის, სადაც ასევე მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი ესპანეთის პრემიერთან ერთად. მადრიდი კიევს დაჰპირდა სამხედრო დახმარებისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას.

ბრიუსელში ვიზიტის დროს ზელენსკი ეწვევა საჰაერო ბაზას, სადაც შეხვდება ინსტრუქტორებს, რომლებიც უკრაინელ პილოტებს F-16 გამანადგურებლების გამოყენებისთვის ამზადებენ.

ბელგიის შემდეგ ზელენსკი, სავარაუდოდ, პორტუგალიაში გაემგზავრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი