საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების განცხადებით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას

გამოქვეყნდა:

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება დაარტყას რუსეთის შიგნით არსებულ სამხედრო ობიექტებს, საიდანაც რაკეტებს უკრაინის მიმართულებით უშვებენ, მაგრამ არა სხვა სამიზნეებს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა ესკალაცია, ეს არ შეცვლილა" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა მივცეთ საშუალება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც რაკეტებს ისვრიან, სამხედრო ობიექტები, საიდანაც თავს დაესხნენ უკრაინას, მაგრამ არ უნდა მივცეთ მათ უფლება დაარტყან სხვა სამიზნეებს რუსეთში და სამოქალაქო თუ სხვა სამხედრო ობიექტებს რუსეთში", - თქვა მაკრონმა.

შოლცის განცხადებით - "უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს".

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი იმავე დღეს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ევროპაში ცეცხლს ეთამაშებიან წინადადებით, რომ უკრანიამ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შიგნით დარტყმისთვის, რამაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს გლობალური კონფლიქტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი