რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ზეწოლას ახდენს ლიდერებზე, ღიად ემუქრება ქვეყნებს დესტაბილიზაციით | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაშალოს მომავალ თვეში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი და ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რათა თავი აარიდონ შეკრებას.

ზელენსკის სურს, რომ სამიტმა, რომელიც დაგეგმილია 15-16 ივნისს შვეიცარიაში, შექმნას ფრონტი რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი "მშვიდობის ფორმულის" წინსვლისთვის - რომელიც მოითხოვს რუსული ჯარების გაყვანას და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას.

"რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას. ის ზეწოლას ახდენს ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყნებს დესტაბილიზაციით. და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიო ტერორისტულ სახელმწიფოს ძალიან დიდ დროს აძლევს", - თქვა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი