Financial Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ამ თვეში. იგივე გადაწყვეტილება იქნება მოლდოვასთან მიმართებაში.
"კომისიას სურს დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები კიევთან და კიშინიოვთან რაც შეიძლება მალე, ამ თვეში, რათა ორივე ქვეყანას გაუგზავნოს დადებითი სიგნალი ევროკავშირში გაწევრიანების იმედებთან დაკავშირებით", - განმარტავს FT.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიას სურს იჩქაროს, მანამ, სანამ როტაციული პრინციპით ბლოკის თავმჯდომარე უნგრეთი გახდება.
"ევროკომისია პარასკევს გამოაცხადებს, რომ უკრაინა უკვე აკმაყოფილებს დარჩენილ შეუსრულებელ კრიტერიუმებს ანტიკორუფციული ზომების, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვის, თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირების წესებსა და უმცირესობათა ენების დაცვის კუთხით", - წერია სტატიაში.
უკრაინამ 2022 წელს, რუსეთის მიე რომის დაწყების შემდეგ დაუყოვნებლივ წარადგინა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და უკვე ზაფხულის დასაწყისში მან და ამავდროულად მოლდოვამ მიიღო კანდიდატი ქვეყნების სტატუსი.