კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, მათ შორის დეზინფორმაციაში ჩართული სუბიექტების მიმართ

გამოქვეყნდა:

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ქვეყანამ ფიზიკური და იურიდიული პირები დაასანქცირა.

ეს სანქციები მიზნად ისახავს მათ, ვინც ჩართულია დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში. სანქციები შეეხო მედიამენეჯერ არამ გაბერლიანოვის, რომელიც დგას რუსული LifeNews-ის პროექტების უკან, "Российская газета-ს", ტელეარხებს - "Таврия ТВ";"Мариуполь 2"; საიტ-ZaMediaს; Voice of Europe-ს რომელსაც ვიქტორ მედვედჩუკი აკონტროლებს.

ასევე, სიაში მოხვდა ავიაკომპანია "პობედა." სანქციები შეეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც ომის მცდელობების მხარდასაჭერად, რუსეთს ძირითად ტექნოლოგიასა და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან.

"გარდა ამისა, სანქციები მიზნად ისახავს სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან [რუსეთისთვის დაკისრებული] სანქციების გვერდის ავლაში, რაც ხელს უწყობს რუსეთს ჰქონდეს წვდომა სანქცირებულ საქონელზე ან შემოსავალზე ნავთობიდან," - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი