უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება | პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყებს. ამ თემაზე მერმა, კახი კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.

პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია.

"პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა წყალმოსაცილებელი და სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები აშენდება. გვირაბში იქნება ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. სამუშაოები ამ კვირაში დაიწყება და 2025 წლის იანვარში დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი