უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩასულ უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერ უცნობია.

უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა. 

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან  მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი