ორბანმა ზელენსკის სთხოვა განიხილოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე, რაც მისი თქმით, შესაძლოა დაეხმაროს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებას. 

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთს სურს ჰქონდეს ბევრად უკეთესი ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან და მისი ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციაში. 

მან თქვა, რომ უნგრეთი უკრაინის განკარგულებაში იქნება ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარის ამჟამინდელ როლში, ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის.

ორბანის თქმითვე, ის ომის დასრულებაზე უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე არაა, მაგრამ მათ განსახორციელებლად ძალიან ხანგრძლივად მიიჩნევს.

"ამიტომ, ბატონ პრეზიდენტს ვთხოვე დაფიქრებულიყო, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეჩერება და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა ამ მოლაპარაკებების ტემპს", - თქვა ორბანმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი