Politico: ტრამპი განიხილავს გარიგებას, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას გულისხმობს

გამოქვეყნდა:

გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას. გამოცემა წერს, რომ ორწელიწადნახევრიანი უკრაინის კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის გეგმებში ალიანსთან დაკავშირებით. 

ტრამპთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტის თქმით, ის განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნატო უარს იტყვის შემდგომ გაფართოებაზე აღმოსავლეთით - კონკრეტულად უკარაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე - და ტრამპს მოლაპარაკება ექნება პუტინთან იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს.

გამოცემა წერს, რომ ტრამპთან დაახლოებული ზოგიერთი ექსპერტი ძირითადად ფოკუსირებულია ხარჯების საკითხზე, სხვებს კი სურთ, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი დახარჯონ და გაცილებით მეტი სამხედრო ტვირთი აიღონ.

შეერთებული შტატები ნატოს ოპერაციებში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, რომელმაც დახარჯა დაახლოებით 860 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვაზე, რაც წარმოადგენდა ნატოს ქვეყნების მთლიანი ხარჯების 68 პროცენტს 2023 წელს. ეს 10-ჯერ მეტია, ვიდრე გერმანიის მაჩვენებელი, მეორე ყველაზე დიდი ქვეყანა ხარჯებით.

სტატიის მიხედვით, ტრამპის გეგმის ნაწილია ნატოს ორსაფეხურიანი სისტემა, ეს იდეა პირველად გააჟღერა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გადამდგარი არმიის გენერალ-ლეიტენანტმა კეიტ კელოგმა. ის ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ თავდაცვისთვის მშპ-ს 2 პროცენტის დახარჯვის მიზნისთვის, "არ ისარგებლებენ შეერთებული შტატების თავდაცვითი სიმდიდრითა და უსაფრთხოების გარანტიით" ამბობს ტრამპთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი