როტაციულ თავმჯდომარეს EU-ს სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია | მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი აცხადებს, რომ უნგრეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნაა, არ აქვს უფლებამოსილება აწარმოოს დიალოგი რუსეთთან ევროკავშირის სახელით. ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარასკევს ორბანი მოსკოვში ჩასვლას და პუტინთან შეხვედრას აპირებს.

"ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეს არ აქვს მანდატი, რომ ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან. ევროპული საბჭო მკაფიოა: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა. უკრაინის გარეშე დისკუსია უკრაინის შესახებ არ შეიძლება", - დაწერა მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1 ივლისს გახდა. იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი