"ოცნების" ძალადობრივი მეთოდები წინასაარჩევნოდ - ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვაზეც საუბრობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია, მშვიდ გარემოში  არ მიდის ძალადობისა და დაშინებების გამო და "ქართულმა ოცნებამ"  პირდაპირ ძალადობრივი მეთოდები აამოქმედა.

ხელისუფლების ოპონენტები ერთ-ერთი უმთავრეს პრობლემად ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ასახელებენ.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის აქტივისტები 16 სექტემბერს "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრითაც დაემუქრნენ. ძალადობის ფაქტების რაოდენობა რეგიონების გარდა დედაქალაქშიც იზრდება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო აქციების ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ - გუშინ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს დაჭრით დაემუქრნენხმაური დადიანის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის წევრებმა საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს.

კიდევ ერთი ფაქტი რომელიც ასევე 16 სექტემბერს მოხდა - წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ედვარდ პეტროსიანს დაესხნენ თავს. პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

მანამდე კი დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. 

მიუხედავად ამ ფაქტებისა, უმრავლესობის ლიდერები წინასაარჩევნოდ გახშირებულ ძალადობრივ შემთხვევებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ საარჩევნო კამპანიას მშვიდად ატარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი