უკრაინის მხარდასაჭერად 23-მა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს "უკრაინის კომპაქტს"

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, რომელიც 11 ივლისს დასრულდა, ხელი მოეწერა ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერ დოკუმენტს - "უკრაინის კომპაქტს". მას ხელს აწერს 23 ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს "დააჩქაროს კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად". ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ:

  • მხარი დაუჭირონ უკრაინის აქტუალურ საჭიროებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში დახმარება და წვრთნები, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის ინდუსტრიული და საჭირო ეკონომიკური მხარდაჭერია, ორმხრივი მუშაობისა და არსებული მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით;
  • დააჩქარონ ძალისხმევა უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების შესაქმენლად, რომელიც ინარჩუნებს სანდო თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობებს;
  • უკრაინაზე რუსეთის მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, სწრაფად და ერთობლივად შეიკრიბონ უმაღლეს დონეზე, რათა განისაზღვროს შესაბამისი შემდეგი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად.

ხელშეკრულება ღიაა და შესაძლოა მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი