ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა და საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლა - საია-ს შუალედური ანგარიში

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, დაძაბული წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლა. ეს დარღვევები მოხვდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შუალედურ ანგარიშში, რომელიც 1 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა მმართველი გუნდის მიერ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. საია "ქართული ოცნების" მიერ საჯარო რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მმართველი პარტიის აქტივისტები 16 სექტემბერს "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრითაც დაემუქრნენ. ძალადობის ფაქტების რაოდენობა რეგიონების გარდა დედაქალაქშიც იზრდება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო აქციების ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ - გუშინ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს დაჭრით დაემუქრნენხმაური დადიანის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის წევრებმა საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს.

კიდევ ერთი ფაქტი რომელიც ასევე 16 სექტემბერს მოხდა - წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ედვარდ პეტროსიანს დაესხნენ თავს. პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

მანამდე კი დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. 

მიუხედავად ამ ფაქტებისა, უმრავლესობის ლიდერები წინასაარჩევნოდ გახშირებულ ძალადობრივ შემთხვევებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ საარჩევნო კამპანიას მშვიდად ატარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი