
ევროპარალემენტში კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სადაც საუბარია იმაზე, რომ უზურნველყოფილი უნდა იყოს სამართლიან გარემოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება, არ მოხდეს მოსყიდვა და ასევე, სადაც საუბარია 20 ივნისის აქციების დემონსტრანტებზე არაპროპორციული სანქციების შემსუბუქებაზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთან დაკავშირებით საუბრობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, სადაც მან ევროაპარლამენტის რეზლუციიდან ფრაზა მოიყვანა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათ შორის გიორგი რურუას წინააღმდეგაც, რასაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ქონდეს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე თალაკვაძე პასუხობს:
შეგიძლიათ მითხრათ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, რომ საარჩენო კანპანია ჩაატაროს... კონკრეტული მაგალითი... მაგალითი მითხარით გეთაყვა... გიორგი რურუა პოლიტიკოსია?... უკაცრავად, გიორგი რურუა პოლიტიკოსია?... რომელ პარტიას წამოადგენს? - ჰკითხა თალაკვაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.
მიუხედავად 2 პოლიტპატიმრის შეწყალებისა, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.
საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.