უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ახალი პრემიერი, კირ სტარმერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს მასპინძლობს. 

სამიტი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში იმართება. სასახლის შესასვლელთან ზელენსკის სტარმერი დახვდა.

"ევროპული სივრცის ქვეყნები მეოთხედ იკრიბებიან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რათა განიხილონ საერთო თემები და გამოწვევები. მე ჩავედი დიდ ბრიტანეთში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებისა და უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების ხელმოწერისთვის", - დაწერა მან "ტელეგრამზე".

ცნობილია, რომ ზელენსკი შეხვდება მეფე ჩარლზ III-ს, პრემიერ მინისტრს კირ სტარმერს, ოფიციალურ პირებს, თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი