უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან საუბრის დროს პენსილვანიაში ტრამპის მკვლელობის მცდელობა დაგმო. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომავალში პირადი შეხვედრის დროს განიხილავენ, თუ რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადონ მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი.
"მე ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა და დამეგმო შოკისმომგვრელი მკვლელობის მცდელობა პენსილვანიაში. მომავალში მას ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება ვუსურვე.
მე აღვნიშნე ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.
უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება შეერთებული შტატების დახმარებისთვის ჩვენი შესაძლებლობის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ ტერორს. რუსული თავდასხმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება.
ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან, რომ პირად შეხვედრაზე განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი", - წერს ზელენსკი.