კულება ჩინეთში ჩავა | განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება სამშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ იის მიწვევით, ჩინეთში გაემგზავრება. განხილვის მთავარი თემა, როგორც კულებას განცხადებაშია აღნიშნული, რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი "სტაბილური და სამართლიანი" მშვიდობის მიღწევაში. ვიზიტი 23-25 ​​ივლისს გაიმართება.

ჩინეთს პირდაპირ არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მისი პოზიციაა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ქვეყანა არ შეერთებია დასავლეთსი სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაზარდა რუსეთთან ვაჭრობა, მათ შორის დაეხმარა მას ომის ინდუსტრიის მუშაობაში. 

გასულ წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის საფუძველს უწოდებდა, მაგრამ უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები თვლიდნენ, რომ ის არ შეიცავდა მშვიდობისკენ მიმავალ რეალისტურ წინადადებებს. 

ჩინეთმა არ მიიღო მონაწილეობა მიმდინარე წლის ივნისში შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში, რომელიც უკრაინის მიერ იყო ინიცირებული კიევის მიერ შემოთავაზებული "მშვიდობის ფორმულის" განსახილველად. რუსეთი იქ მიწვეული არ ყოფილა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი