რუმინეთში რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ნატო აცხადებს, რომ განზრახ თავდასხმის ნიშნები არ არსებობს

გამოქვეყნდა:

რუმინეთმა განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა რუსული დრონის ფრაგმენტები თავის ტერიტორიაზე ხუთშაბათს, ხოლო ნატომ განცხადებით, ალიანსის ტერიტორიაზე განზრახ თავდასხმის ნიშანი არ დაუნახავთ.

25 ივლისს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 38 დრონიდან 25 ჩამოაგდეს, სამი დრონი კი "დაიკარგა რუმინეთთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ".

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან იპოვა რუსული Geran 1/2 დრონის ფრაგმენტები სოფელ პლაურუს მახლობლად, მდინარე დუნაის გაღმა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ იზმაილიდან, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს.

ფრაგმენტების შესახებ ცნობების კომენტირებისას ნატოს სპიკერმა განაცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიაზე განზრახ თავდასხმის შესახებ არანაირი ნიშანი არ ყოფილა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მხრიდან რაიმე განზრახ თავდასხმაზე მოკავშირეთა ტერიტორიის წინააღმდეგ, ეს ქმედებები არის უპასუხისმგებლო და პოტენციურად საშიში", - ნათქვამია პრესსპიკერის განცადებაში.

რუმინეთს იზიარებს 650 კმ-იან საზღვარს უკრაინასთან და რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები გასული წლის განმავლობაში არაერთხელ დაეცა მის ტერიტორიაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი