აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და უთხრა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ტრამპის თქმით, რუსეთი ომის მანქანაა, რომელმაც ჰიტლერსა და ნაპოლეონს მოუგო. მან ისევ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ მომხდარა და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის რასაც ისინი აკეთებენ, მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც იღუპება. ეს სრული არეულობაა, ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს არ უნდა დაეშვა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი