ორბანი: უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან რუმინეთში განაცხადა, ციტირებს HVG.hu.

ორბანის თქმით, მხარეები ომში სასტიკ დანაკარგებს განიცდიან, რომლებიც ასობით ათასია, მაგრამ არ სურთ შეთანხმება. მისი აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს: ორივე ქვეყანას სჯერა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს და მათ სურთ იბრძოლონ მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ.

"მეორეს მხრივ, ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს. უკრაინელებს სჯერათ თავდაცვის, რუსეთს კი, არ სურს ნატოს ჯარების და იარაღის დანახვა საზღვარზე, ისინი ხედავენ პროვოცირებულ ომს. ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ იწვევს ესკალაციას და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი", - თქვა ორბანმა.

მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს თავის "სამშვიდობო მისიას", მიუხედავად ევროკავშირის კრიტიკისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი